|
2019-08-05 15:53:43, 1521 ნახვა
კომენტარი
ბესელია კვირიკაშვილის შესაძლო გამოკითხვაზე - ამ საქმის ახლა გაცოცხლება პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევ ქმედებად აღიქმება
„თუ ეს საქმეები ახლა, საარჩევნო კალენდართან ახლო პერიოდში უნდა გაცოცხლდეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მგრძნობიარე და პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებად იქნება აღქმული“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გამოკითხვაზე დაბარებას სამტრედია-გრიგოლეთის გზასთან დაკავშირებით. ბესელიას თქმით, ამ ქმედებების საბოლოო ინტერესი არის ის, რომ 2020 წელს საარჩევნო გარემო მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელი იყოს. „ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, მახსოვს, დაიწყო გამოძიება და იყო დაკითხვაზე დაბარებული რამდენიმე მინისტრი, თუ ეს საქმეები ახლა უნდა გაცოცხლდეს, საარჩევნო კალენდართან ახლო პერიოდში ამ ტიპის მოქმედება, ერთიან ჭრილში თუ შევხედავთ სურათს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მგრძნობიარე და პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებად იქნება აღქმული. ეს აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი ქმედებები, რომლის ინტერესი არის, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო გარემო იყოს მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელი, კონკურენტების გარეშე, რაც ძალიან ცუდი გზავნილია“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)