|
2019-08-03 12:04:49, 2044 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს
„რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი კახა დამენია, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. დამენია, ტელეკომპანიასა და „ინტერმედიას“ შორის, ფინანსური ოპერაციების დეტალების გასარკვევად დაიბარეს. როგორც დამენიამ აღნიშნა, მას დანაშაული არ ჩაუდენია და მზად არის, გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს. „ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს იმიტომ, რომ ყველაფერი იყო წესრიგში, სწორად და არაფერი ისეთი არ იყო, რაზეც რაიმე დასამალი იყოს. ყველაფერი იყო იურიდიულადაც და ფინანსურადაც აბსოლუტურად გამართული და სწორი. რა პერიოდზეც მე ვიყავი, ის პერიოდი ვიცი, იმ პერიოდზე გამოვრიცხავ არათუ დანაშაულს, გადაცდომასაც კი. საქართველოში, ალბათ, ადამიანს ყველაფრის მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ასეთი ისტორია აქვს, სამწუხაროდ, საქართველოს. მე არაფერს არ ველოდები იმიტომ, რომ ძალიან თეთრი ბრჭყვიალა ძაფით უნდა შეიკეროს, რომ რაიმე სამართლებრივი პრობლემა ნახონ მაგ პერიოდზე“, - განაცხადა კახა დამენიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)