|
2019-08-02 15:22:15, 1974 ნახვა
სამართალი
შსს - დავაკავეთ პირები, რომლებმაც ერაყის მოქალაქეს და მის მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
პირები, რომლებმაც სამტრედიაში ერაყის მოქალაქეს და მის მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სამართალდამცველებმა დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 პირი. "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს - ქ.კ.-ს და ბ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამ დროისთვის საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის, ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. ცნობისთვის, "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მღვდელი და მასთან ერთად მყოფი სხვა პირები, სამტრედიაში ერაყის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)