|
2019-08-02 14:13:18, 1673 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც გვარამიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების კითხვები ფინანსურ დოკუმენტაციებს უკავშირდებოდა, რაშიც მისი თქმით, კომპეტენტური არ არის. „დამკვიდრებული სავაჭრო წესების განხილვა მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით. მომისმინეს, დაიბარებენ, ალბათ ჩვენს ფინანსურ სამსახურებს, ასეთი ეჭვი მაქვს. მე რა ინფორმაციაც ვიცი, კომპეტენტური ვარ და მახსოვს მივაწოდე, ციფრების მდგენელების ჩაშლა არ ვიცი. მძიმე მდგომარეობააო, ქიბარ ხალვაშს რომ ჰკითხონ მის დროს როგორი მდგომარეობა იყო არა? ჩვენ რაც გვაქვს ვალები, აბსოლუტურად გასტუმრებადია, ამას სჭირდება ჩასხმა, რაც ჩვენ წელს დაგეგმილი გვქონდა, ჩვენს დამფუძნებლებს ვგულისხმობ, მაგრამ „რუსთავი2“ მათი აღარაა და არ ჩაასხამენ ამ ფულს, პირიქით ისინი რაც ჩასხმული აქვთ იმას მოითხოვენ უკან, უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით. ამიტომ მობრძანდეს ქიბარ ხალვაში და მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, ჩაასხას ფული გაისტუმროს ვალები და გაისტუმრონ ხელფასები. მეც მაქვს ჩემი პრეტენზიები „რუსთავი2“-ის მიმართ, ოღონდ ის განიხილება ლონდონის არბიტრაჟში. იმიტომაც იხილავენ სისხლის სამართლის წესით, რადგან ნებისმიერი სამოქალაქო დავა ჩემთან საქართველოში შეუძლებელია“, - განაცხადა გვარამიამ. შეგახსენებთ, ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხა. საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს
საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ლიგაში მარცხის შემდეგ მეტოქეს თავს დაესხა და ყბა მოტეხა
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
თეთრმა სახლმა ვიტკოფსა, კუშნერსა და პუტინს შორის შეხვედრას „მნიშვნელოვანი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)