17:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 12:43:57, 1377 ნახვა

სამართალი
შსს-ს წარმომადგენელი: ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, ყველა შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება იქნება კანონის შესაბამისი

დღეს, თბილისში, სასტუმრო “holiday Inn“ -ში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მინდია დავითაძე.

ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მინდია დავითაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, უკანასკნელი არჩევნების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა ინციდენტზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3 პირი იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, მათ შორის არჩევნების პროცესში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, არჩევნების მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ჩვენ ვფიქრობთ, არჩევნების პროცესში და მიმდინარეობის დროს, ამ ამოცანას კარგად გავართვით თავი. ჩვენი მხრიდან ყველა ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება იყო განხორციელებული. იქ სადაც იკვეთებოდა დანაშაულის შესაძლო ნიშნები, ბუნებრივია დაიწყო გამოძიება და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. იქ სადაც გამოიკვეთა კონკრეტულ პირთა ბრალეულობა, ბუნებრივია დადგა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, თუ ვინ ჩაიდენს დანაშაულს, ბუნებრივია, ყველა შემთხვევაში შედეგი, სამართლებრივი შეფასება იქნება კანონის შესაბამისი. რიგგარეშე და შუალედური არჩევნების დროს, 8 სისხლის სამართლის საქმეზე იყო დაწყებული გამოძიება. 3 პირი იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. დანარჩენი საქმეების უმრავლეს ნაწილში დანაშაულის ჩადენა არ დადასტურდა, ხოლო ნაწილ შემთხვევაზე სრულდება საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა მინდია დავითაძემ.

 

 


(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics