|
2019-08-01 17:25:11, 1483 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობასა და ქურდობაში ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა (2 ეპიზოდი) და ქურდობაში ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 28 დეკემბერს , გ.ა. ქ.თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარში" და მაღაზია „ორი ნაბიჯი"-ში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა ი.ბ.-ს და ო.წ.-ს, ხოლო მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ნიკორადან" მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ ალკოჰოლურ სასმელებს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია. „სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)