16:52 - 06 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 15:18:01, 1873 ნახვა

სამართალი
პროკურატურა „R2“-ის თანხების მითვისების და ქონების გადამალვის საქმეზე ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს

„რუსთავი 2“-ის დიდი ოდენობით თანხების მითვების და ქონების გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა ტელეკომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას გამოკითხავს.

ამასთან, როგორც „ექსპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს, მიღებულია სასამართლოს განჩინებები „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის  „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა ამოღების თაობაზე.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის  „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად,  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის  ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა“, - აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
თეთრმა სახლმა ვიტკოფსა, კუშნერსა და პუტინს შორის შეხვედრას „მნიშვნელოვანი“ უწოდა
ახალდაბის გზაზე ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა
დრონები რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, როსტოვში ოთხი ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics