15:06 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 11:50:36, 1315 ნახვა

კომენტარი
პროკურორი: სასამართლომ ობიექტურად შეაფასა ბრალდების მტკიცებულებები და ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო

„მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზვიად კუპრავას მიერ განხორციელებული ქმედება იყო დანაშაული და ის დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა განაცხადა.

პროკურორი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად შეაფასა.

„სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ ისინი იყო საკმარისი, რათა გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილიყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე და ზვიად კუპრავა წარდგენილ საქმეში სრულად დამნაშავედ ცნო.  მას თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა 9 თვის ვადით. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზვიად კუპრავას მიერ განხორციელებული ქმედება იყო დანაშაული და ის დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს ბრალდების მხარე", - განაცხადა გურაშვილმა.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავას, რომელსაც ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება, 9 თვიანი  პატიმრობა შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics