|
2019-08-01 11:41:01, 1269 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებით საბჭოთა კავშირში დავბრუნდით
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებით დავბრუნდით საბჭოთა კავშირში, ტოტალიტარულ რეჟიმში“, - ასე შეაფასა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ადვოკატმა ლევან დავითაიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება. დავითაიას განცხადებით, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. „ამით, ფაქტობრივად ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც სამზარეულოში არის ნათქვამი, თქვენს ოჯახებში და თქვენს სახლებში, იგივენაირად შეიძლება დასჯად ქმედებად მოინათლოს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით დავბრუნდით საბჭოთა კავშირში, ტოტალიტარულ რეჟიმში, ამითაა სრულიად ახსნილი ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღესაა მიღებული. ეს ნორმა თავისი ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. ასევე, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოსა და ევროპულ სასამართლოში“, - განაცხადა ლევან დავითაიამ. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას, რომელსაც ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება, 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)