23:03 - 04 Nov, 2026
|
2019-07-31 19:26:04, 1560 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტის შენობაში ნაღმია, გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მუქარას გულისხმობს. „ბათუმის უნივერსიტეტიდან შეტყობინების საფუძველზე ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. უნივერსიტეტში არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შენობაში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა დატოვა უკვე უნივერსიტეტის შენობა“, - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)