|
2019-07-31 17:59:26, 1560 ნახვა
სამართალი
სააპელაციომ ოქრუაშვილის საჩივარი დაუშვებლად ცნო - ის პატიმრობაში რჩება
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაუშვებლად ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალა დარჩა. ცნობისთივს, ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე 25 ივლისს დააკავეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“. ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართომ 27 ივლისს შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)