|
2019-07-31 15:18:43, 1296 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქე რ.უ. - ს განზრახ მკვლელობისთვის და მასთან ერთად ა.ს. - ს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ა.მ. დამნაშავედ ცნო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, ქ. თბილისში, ონაშვილის ქუჩაზე, ა. მ. - მ დანის გამოყენებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო არაერთი ჭრილობა მიაყენა რ.უ. - ს და ა. ს. - ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.ს. - ს გადარჩენა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად მოხერხდა. „სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი პირის მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ა.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)