|
2019-07-30 11:50:03, 1368 ნახვა
სამართალი
ჯანეზაშვილი: კანდიდატები, რომლებიც დღეს მოდიან, უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდებიან - კონკურენცია ფორმალურია
„ის კანდიდატები, რომლებიც დღეს მოდიან, ალბათ უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდებიან“, - ამის შესახებ უსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. ჯანეზაშვილი ეჭვობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ხელოვნურადაა გაჯერებული სხვადასხვა მოსამართლეებით ფორმალური კონკურენციის მისაღებად. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ჩემთვის ცოტა გაურკვევლად იქცევიან. ჯერ შეთანხმდნენ, რომ დღეში ხუთ ადამიანთან უნდა გამართულიყო გასაუბრება, შემდეგ ჩამოვიდნენ სამზე, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ თურმე შესაძლებელია ორ ადამიანთან ჩატარდეს გასაუბრება, თუმცა მათი დამოკიდებულება პროცესისადმი არის ჩემთვის გაუგებარი. არ ვიცი დიმიტრი გვრიტიშვილს რა უფლებამოსილება აქვს, ის მედიაში აცხადებს, რომ შესაძლოა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადადოს გასაუბრების ეტაპი და გაგრძელდეს სექტემბერში. ეს საკითხი სხდომაზე არ განხილულა, გვრიტიშვილი არის საბჭოს თვითმარქვია თავმჯდომარე. მას კანონით არ აქვს უფლება საბჭოს სახელით გააკეთოს ასეთი განცხადება, თუმცა, თუ ეს ასე მოხდება, ამას მივიჩნევ გამარჯვებად და იმ ბრძოლის შედეგად, რომელიც აქ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, აღარ მოსწონთ, რომ საზოგადოება თვალს ადევნებს ამ ცირკს, რომელსაც ხელმძღვანელობს თვითმარქვია გვრიტიშვილი და სურთ შეაჩერონ დროებით რათა განეიტრალდეს ემოციები. კანდიდატების უმრავლესობა მოსამართლეა და ხშირ შემთხვევაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ადამიანები რომლებიც უვადოდ არიან უკვე დანიშნული, მათ კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების ტესტი მაინცდამაინც ვერ გაიარეს თავის დროზე და როგორ გახდნენ მოსამართლეები, კიდევ საკითხავია. ის კანდიდატები, რომლებიც დღეს მოდიან, ალბათ უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდებიან. მათ შორის, ალბათ არის წინასწარი შეთანხმება, რომ ისინი ცდილობდნენ გაეჯერებინათ სხვადასხვა მოსამართლეებით ეს სია, რათ შეექმნათ ფორმალური კონკურენცია“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)