|
2019-07-30 10:31:40, 1631 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.მ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იგი აიძულა სალარო გაეხსნა, რათა მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. „საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ასევე, დადგინდა, რომ ი.მ.-მ იმავე დღეს, დილის საათებში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მაღაზია დააყაჩაღა. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)