|
2019-07-28 21:20:15, 2860 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ოქრუაშვილი ახლა ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლია
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდება მოგონილია და ის უდანაშაულო მსხვერპლია. ოქრუაშვილის გარდა, სააკაშვილი National Geographic-ის თანამშრომელის ბეჟან ლორთქიფანიძის დაკავებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის ბრალის წაყენებით ხელისუფლებამ “თავზე ხელი აიღო”. “ირაკლი ოქრუაშვილს, მეცნიერსა და სამოქალქო აქტივისტს ბეჟან ლორთქიფანიძესა და სხვა დაკავებულებას პატიმრობა მიუსაჯეს. მათ მიუსაჯეს პატიმრობა სრულიად აბსურდული, მოგონილი და არაფრისმთქმელი ბრალდებით. ირაკლი ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მქონდა ყოველთვის. ის ჩემს წინააღმდეგ ცრუჩვენებების მისაცემად გამოიყენეს, მისი ჩემს მიმართ პირადი განწყობების გამო. მაგრამ ახლა ის ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლია და აქამდე, ამ პერიოდის მანძილზე ის [ოქრუაშვილი] ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, რაც დასაფასებელია. რაც შეეხება ლორთქიფანიძეს, მას რომ დაიჭერ ნიშნავს, რომ თავზე სულ აიღე ხელი,”-აცხადებს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)