15:29 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-06 14:30:34, 365 ნახვა

პოლიტიკა
ენმ ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალოთ

ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშების თამაში აეკრძალოთ. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა, ვასო ურუშაძემ გააკეთა. 

"ჩვენ უნდა გადავიდეთ მონაკოს მოდელზე, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებიისთვის როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ კაზინოებში, აზარტული თამაშებით სარგებლობა შეიზღუდოს [...] ჩვენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ვთავაზობთ, დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. 

კონკრეტულად წარვადგენთ 4-პუნქტიან გეგმას:

საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ ქვეყანაში ფიზიკური და ონლაინ კაზინოებით სარგებლობა და დაინერგება მონაკოს მოდელი;
მომზადდეს სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო ტურისტულ ინდუსტრიაზე გადასვლის ეკონომიკური გეგმა, რის შემდეგაც ⁠სათამაშო ბიზნესი ორიენტირებული გახდება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც ასევე გულისხმობს მონაკოს წარმატებულ მოდელს;
შეიქმნას თამაშზე დამოკიდებულთა დაცვისა და პრევენციის სახელმწიფო პროგრამა;
გაძლიერდეს არალეგალური ონლაინ სათამაშო პლატფორმების წინააღმდეგ ბრძოლა და შემუშავდეს კანონის აღსრულების ეფექტიანობის ამაღლების გრძელვადიანი სტრატეგია". - თქვა ურუშაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.
ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტმა 28 ოქტომბერს, მესამე მოსმენით დაამტკიცა "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პაკეტი, რომლის თანახმად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ. პროექტში განსაზღვრულია, რას გულისხმობს საერთაშორისო აზარტული ტურნირი.

"საერთაშორისო აზარტული ტურნირი – სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი წინასწარ არის გარანტირებული ორგანიზატორის მიერ და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს შეადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი აღემატება 3 000 000 (სამი მილიონი) ლარს, იგი არ იხდის "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, ამავდროულად ორგანიზატორს უფლება აქვს, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს შემოსავალი. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ." - ნათქვამია კანონპროექტში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics