|
2019-07-28 21:16:03, 3118 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში, ევროპის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა
ბათუმში, ევროპის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს პარტიის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა მიმართეს. მათი თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნებია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცხადება დამნაშავე პოლიტიკურ ძალად. "დააკვირდით ტერმინებს: ეს ოკუპანტია, მტერი. ვერ ხვდებით, რომ მტრობისკენ და ომისკენ მიდის საქმე? ჩვენ არ გვინდა მტრობა და ომი, არც რუსეთთან", — განაცხადა თარხან-მოურავმა. მანვე გააჯღერა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავს ქართულის ნაცვლად. თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ "ბრიუსელის და ვაშინგტონის ინტერესების დაცვის ნაცვლად, ახლა ქართული ინტერესის დაცვის დროა". გარდა ამისა სიტყვით გამომსვლელები სხვადასხვა ჰომოფობიურ მოწოდებებს ავრცეელბენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ პატრიოტთა ალიანსი არის პარტია, რომელმაც უარი უთხრა ლგბტ თემს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)