|
2019-07-27 20:05:33, 3278 ნახვა
სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომა დაიხურა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა, სადაც „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, დაიხურა. სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლემ დარბაზში დამსწრეთა მხრიდან ხმაურისა და წესრიგის დარღვევის გამო მიიღო. როგორც ცნობილია, პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი, 10 000-ლარიან გირაოს. შეგახსენებთ, რომ რომ ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე დააკავეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)