|
2019-07-27 13:26:18, 2435 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში 1 პირი: 2001 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 21 ივლისს ვაგონშემკეთებელი ქარხნის შენობაში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ფარულად დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და სხვა პირად ნივთებს. პოლიციამ გ.მ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მის მიერ 7 მოქალაქისგან მოპარული სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონები. მათ შორის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უკვე გაყიდული „Iphone XR“-ის მოდელის მობილური ტელეფონი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს ქურდობის ფაქტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)