|
2019-07-27 11:29:05, 2338 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ს.ა.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ხ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე გ.ხ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. „პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის დნმ. მათი ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს ბრალდებულმა გ.ხ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ს.ა.-ს ყელისა და გულ-მკერდის არეში დანით მიაყენა 7 ჭრილობა, რის შედეგადაც ს.ა. ადგილზე გარდაიცვალა. ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.ხ. დამნაშავედ ცნო სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)