|
2019-07-27 10:50:35, 1888 ნახვა
სამართალი
შსს-ში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალწარმოების პროცესში ჩართული მოქალაქეების მხარდაჭერის, დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა. კოორდინატორის ფუნქციას წარმოადგენს: სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია, გამოძიების მსვლელობისას მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობა, მოქალაქეებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი პრიორიტეტულად იმუშავებს: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის, სექსუალური ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შედეგად დაზარალებულებსა და საქმის მოწმეებთან, ასევე, შშმ პირებთან, არასრულწლოვნებთან და მათ წარმომადგენლებთან. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, საპილოტე რეჟიმში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ამოქმედდა. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი განახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)