|
2019-07-26 19:18:53, 12830 ნახვა
სამართალი
ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარი შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროკურატურა ბიზნესმენებისთვის მილიონ-მილიონ ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია, გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)