|
2019-07-26 15:48:57, 1880 ნახვა
სამართალი
„ამ ქმედებებმა ქართულ საინვესტიციო გარემოს თავი მოჭრა“ - ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლოში მივიდნენ
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ. სასამართლოში ბიზნესმენების სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, შექმნილი ვითარება ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ზიანს აყენებს. "პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე ვეფარებოდით "თიბისი ბანკს" და ანაკლიას, იმისათვის, რომ იმუნიტეტად გამოგვეყენა ჩვენი ორი უმსხვილესი კომპანია. ბოლო 6 თვის განმავლობაში 2-ჯერ მოგვიწია ამ უპასუხისმგებლო, ქვეყნის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოჭრა თავი ქართულ საინვესტიციო გარემოს, თანამდებობა დაგვეტოვებინა. მეორე გადადგომა, რომ გუშინ განვახორციელეთ. ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც 98%-ით ჩვენ აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, პროკურატურა მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვს. გიორაოს ოდენობა კი, მილიონ-მილიონი ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)