|
2019-07-26 12:51:43, 3723 ნახვა
პოლიტიკა
კემულარია - ოქრუაშვილი დაკავების მიზეზი, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმეა
„ხელისფლება ცდილობს ანტისაოკუპაციო მიტინგის არაპროპორციული ძალით დარბევა ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების შეთხზვით დაა მათი დაკავებით გადაფაროს“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კემულარიამ განაცხადა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავების მიზეზი ტელეკომპანია „რუსთავი „-თან დაკავშირებული საქმეა. „ხელისუფლების დღევანდელი განცხადება, რომ თურმე არსებობს ნათელი მტკიცებულებები ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, არის გამოგონილი და მას არანაირი კავშირი სამართალთან და მტკიცებულებებთან არ აქვს. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესია. ხელისუფლება ცდილობს ანტისაოკუპაციო მიტინგის არაპროპორციული ძალით დარბევა გადაფაროს ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების შეთხზვით და მათი დაკავებით. მიტინგიდან ერთი თვის განმავლობაში მიუხედავად სასამართლოში დაკითხვისა, ირაკლი ოქრუაშვილი არ ყოფილა დაკავებული. ის დააპატიმრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზია „რუსთავი 2“-ის აქციების 100 პროცენტი, ეკუთვნის სწორედ მას და ეს ფაქტი დადასტურებულია პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით“, - აღნიშნა კოტე კემულარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)