|
2019-07-26 12:47:40, 3181 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთთან ძველი ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით ბათუმში მიტინგს გამართავს
"პატრიოტთა ალიანსი" რუსეთ-საქართველოს ძველი ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით ბათუმში მიტინგს გამართავს, - ამის შესახებ ფრაქცია " საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა. როგორც ლომიამ აღნიშნა, მიტინგი 28 ივლისს არის დაგეგმილი და მასში მონაწილეობას 15 ათასამდე მოქალაქე მიიღებს. ლომიას განცხადებით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ რუსეთის მიმართ აგრესიულ რიტორიკაზე საქართველომ უარი თქვას, აგრეთვე აღდგეს რუსეთ-საქართველოს ძველი ურთიერთობები, რომელსაც ორი ქვეყანა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტამდე ინარჩუნებდა. დეპუტატის თქმით, მიტინგზე სიტყვით აჭარის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გამოვლენ, რომლებიც, ლომიას მტკიცებით მოსკოვთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, დაზარალდნენ. "20 ივნისის ღამის შემდეგ ბათუმში ზაფხულის სეზონმა პრაქტიკულად კრახი განიცადა. მიტინგის მთავარი წინაპირობა - რუსეთთან დიალოგის აღდგენა და ურთიერთობების დალაგებაა", - დასძინა ლომიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)