|
2019-07-26 10:59:08, 2002 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. დღეს საბჭოს წევრები სამ კანდიდატს მოუსმენენ. ესენი არიან: ნუნუ კვანტალიანი, მაია კოპალეიშვილი და შოთა ლაითაძე. ამ წუთებში გასაუბრებას ნუნუ კვანტალიანი გადის. კვანტალიანი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია. ასევე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (2002 -2012)-ში. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაააკვირდებიან. კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო და ამ ეტაპზე საბჭო უკვე გაესაუბრა 21 კანდიდატს. წარმოდგენილი 50 კადნიდატიდან შეიჩევა 20, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)