|
2019-07-25 21:33:23, 2699 ნახვა
პოლიტიკა
ჟირინოვსკი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიების სრული ოკუპაცია უნდა მოეხდინა
რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ფაქტობრივად აღიარა.რუსი დეპუტატი მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოს სრული ოკუპაცია უნდა მოეხდინა, - ამის შესახებ ჟირინოვსკიმ "ცარგრადთან" ინტერვიუში განაცხადა. ჟირინოვსკის განცხადებით, რუსეთმა "რამე ისეთი უნდა მოიმოქმედოს, რომ აღარვკს ჰქონდეს მისი დამცირების შესაძლებლობა". დეპუტატი აცხადებს, რომ რუსეთმა უფრო მკაცრ ზომებს უნდა მიმართოს. "მთელი საქართველოს ოკუპაცია უნდა მოგვეხდინა. უნდა დაგვეკავა მიხეილ სააკაშვილი და რუსეთში წარდგენილიყო სასამართლოს წინაშე. მისი დანაშაული - ომის დაწყება იქნებოდა. პრეზიდენტად იგორ გიორგაძე დაგვესვა, რომელიც რუსეთის ღია მხარდამჭერია", - განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ და დასძინა, რომ რუსეთს მშვიდობა სურს.
"ამ პირობებში საქართველოში სიმშვიდე იქნებოდა. რუსეთს მშვიდი საზღვრები სურს. როდესაც ომი იწყება ჩვენ იძულებულო ვართ ამას მკაცრად ვუპასუხოთ", - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)