|
2019-07-25 20:00:58, 2811 ნახვა
სამართალი
შსს თიკა ჯამბურიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომღერალ თიკა ჯამბურიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე დააკავეს. "საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა მოქალაქე, რომლის ავტომობილში მყოფმა მისი ოჯახის წევრმა ქალბატონებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავა 1960 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1991 წელს დაბადებული თ.ჯ. რაც შეეხება დაკავებული ქალბატონების თანმხლებ არასრულწლოვანს, მან სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული არიან", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)