|
2019-07-25 16:23:26, 1801 ნახვა
პოლიტიკა
ოქრუაშვილი: თუ კობა კოშაძეს 19 აგვისტომდე არ გაათავისუფლებენ, ივანიშვილს ცხელი შემოდგომა ექნება
„თუ კობა კოშაძეს 19 აგვისტომდე არ გაათავისუფლებენ, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა დაცვის მხარეს სააპელაციო სარჩელის განხილვაზე, რითაც ისინი კოშაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. „კობა კოშაძე გამართლებული იქნა სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ და მის საქმეში არ არსებობს არანაირი ლაქა. მას იარაღი არ უტარებია და განსხვავებით წინა ხელისუფლების დროს ჩემი მეგობრების დაჭერის, როდესაც ე.წ. გრანატამიოტებს უდებდნენ ჩემს მეგობრებს, ახლა გადავიდნენ ჟანგიან „მაკაროვებზე“. როგორც ჩანს, ივანიშვილს ამაშიც არ უნდა ფულის დახარჯვა, რომ ცოტა უფრო ხარისხიანი იარაღი ჩაუდოს ოპონენტებს. ეს იყო ჩემი აზრით, დასჯის ღონისძიება. სხვა მხრივ დარწმუნებული ვარ, მათ იციან, რომ ჩემზე ზემოქმედებას ვერ მოახდენენ. რომ დაეკავებინათ რომელიმე ყოფილი სპეცრაზმელი ჩემი მეგობარი, რომელთაგან ბევრი აქ, ოფისშიც მყავს და გარკვეულ პარტიულ საქმიანობაშიც მეხმარებიან, კიდევ არ ვიქნებოდი იმდენად შეწუხებული, რადგან კობა კოშაძეს რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა პატარა შვილი, 2016 წელს ჩემზე თავდასხმის დროს დაიჭრა და მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი. მათ იცოდნენ, რა ტიპის მაზოლზე უნდა დაეჭირათ ჩემთვის ფეხი. ეს იმის გამო, რასაც მე ხელისუფლების და ივანიშვილის წინააღმდეგ ვაკეთებ და გავაგრძელებ გაკეთებას. თუ კობა კოშაძეს არ გაათავისუფლებენ, დაახლოებით, ულტიმატუმის სახით არ მინდა გამომივიდეს, 19 აგვისტომდე, როდესაც მისი შვილის წლისთავია და ყოველთვის მეგობრები ვიკრიბებით, მის საფლავზე გავიდეთ, ძალიან მძიმე და ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)