|
2019-07-25 13:04:46, 1632 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ჩემთვის ამ საქმეში კითხვებს 17 მილიონი დოლარი აჩენს
„ჩემთვის კითხვებს აჩენს ის, რაზეც საუბარი იყო და არავინ უარყოფს, საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა 17 მილიონ დოლარზეა საუბარი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლსობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ვოლსკი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარგენას გამოეხმაურა. „ამ ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკაში შესვლის, თუ არშესვლის, არ უნდა განაპირობებდეს იმას, რა ბრალდებასაც თვეების მანძილზე საგამოძიებო ორგანოები უყენებენ. ასე რომ ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვიტყვით, რომ პოლიტიკაში ნაბიჯის გადადგმა გარკვეული ინდულგენციის მიღების მცდელობაა. ჩემთვის კითხვებს აჩენს ის, რაზეც საუბარი იყო და არავინ უარყოფს, საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა 17 მილიონ დოლარზეა საუბარი, იყო გაცემული კერძო პირზე ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, კერძო პირიდან დაბრუნდა კვლავ კერძო ანგარიშებზე და იქიდან მოხვდა ოფშორულ ზონაში, ამით ვინ დაზარალდა და ვინ არა ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს სასამართლო“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)