|
2019-07-25 12:45:06, 1645 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ანაკლიის პორტი ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის იმუნიტეტის მიმნიჭებელი ვერ გახდება
„ანაკლიის პორტი არის სახელმწიფოს დაკვეთა, რომ საქართველოში აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაზე საუბრისას განაცხადა. ჩუგოშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც ანაკლიის პორტია, საფრთხის ქვეშ დადგეს. „ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია და არა რომელიმე კონკრეტული გვარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. დანაშაული თუ დაადგინა პროკურატურამ და ეს დაადგინა მაღალი სტანდარტით და არ დარჩა არანაირი ეჭვი, ვერანაირი საქმიანობა კონკრეტული პირის ვერ გახდება იმუნიტეტის მიმნიჭებელი ვერავისთვის“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)