|
2019-07-24 17:37:21, 1944 ნახვა
სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის ქონების დაყადაღებას ითხოვს
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი აქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც, ქიბარ ხალვაშის და შპს „პანორამას“ ქონებას ყადაღა არ დაედო, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. "ვასაჩივრებთ სასამართლოს განჩინებას, რომლითაც გვეთქვა უარი ჩვენ მიერ შეტანილ განცხადებაზე, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის თაობაზე. ანუ სასამართლოს განჩინებით არ დაედო ყადაღა ქიბარ ხალვაშის და შპს "პანორამას" ქონებას, იმ მიზეზის გამო, რომ სასამართლომ გვითხრა, რომ განცხადება უნდა წარგვედგინა სარჩელთან ერთად. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი იყოს სარჩელის აღძვრამდეც თუ არსებობს ამის გადაუდებელი აუცილებლობა“, - განუცხადა ადვოკატმა „კურიერს“.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)