14:23 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 13:00:00, 1060 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: პოლიტიკური უზნეობაა იმის მტკიცება, თითქოს ზარდიაშვილი ბესელიას უმრავლესობის დაკვეთით დაესხა თავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, მისი თანაგუნდელის ვანო ზარდიაშვილისა და დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას კონფლიქტს გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პოლიტიკური უზნეობაა იმის მტკიცება, თითქოს ზარდიაშვილმა უმრავლესობის დაკვეთით ბესელიაზე შეტევა მიიტანა.

„ეს პოლიტიკური უზნეობაა და გარკვეულ პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურება. ეს, სამწუხაროდ, დეპუტატებს შორის ასეთი შეძახილების და შეხლა-შემოხლის ეპიზოდები ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას გააჩნია და მე ვფიქრობ, რომ ის მომავალში ან დარეგულირდება ანდა ისეთი გზით გაგრძელდება, როგორიც არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრ დემოკრატიას ახასიათებს. საზოგადოება არის ყველაზე დიდი და ყველაზე მძლავრი ეთიკური საბჭო, რომელიც შეფასებებს მისცემს ყველაფერ ამას 2020 წლის არჩევნების დროს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics