|
2019-07-24 12:41:41, 1585 ნახვა
სამართალი
მეთოფიშვილი - ჯანეზაშვილსა და დოლიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ჩაგდება სურთ
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ჩაგდება სურთ“, - ამის შესახებ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მეთოფიშვილი ჯანეზაშვილისა და დოლიძის ბრლადებებს გამოეხმაურა. „ზუსტად დავადგინე, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის კანდიდატზეა საუბარი, კომისია თითო კანდიდატთან ატარებს გასაუბერებას ნახევარი საათიდან საათნახევრამდე, ჩვენ გამოვყავით, დაახლოებით, სამი საათი, რეალურად ხან ოთხი საათი გრძელდება, ხან ექვსი და ესეც არ აკმაყოფილებთ იმ არამოსამართლე წევრებს, ვისაც სურთ ამის ჩაგდება“, - აღნიშნა სერგო მეთოფიშვილმა. ცნობისთვის, ანა დოლიძემ საბჭოში გასაუბრების წინ ჩუსტები მიიტანა. მიზეზად კი გასაუბრების დრო დაასახელა. მისი განმარტებით, იუსტიციის საბჭო გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს და შრომითი უფლებები ირღვევა. რაც შეეხება, ნაზი ჯანეშავილს, მისი თქმით, იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები ინტერესთა კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)