|
2019-07-23 11:13:47, 2738 ნახვა
სამართალი
„წარმოდგენა არ მაქვს რა კითხვები ექნებათ“ - ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხვაზე მივიდა
გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მივიდა. ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება. როგორც მან დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, 20 ივნისის ღამეზე თუ ვინმეა დასაკითხი, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. „წარმოდგენა არ მაქვს რა კითხვები ექნებათ, შესაბამისად პასუხებსაც ვერ გეტყვით. ამ საქმეზე პირველი თუ ვინმეა დასაკითხი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ურცხვად მოიტყუა. ბავშვიც რომ არ დაიჯერებს ისე, როდესაც ურცხვად თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს ეძინა და არ იცოდა რა ხდებოდა რუსთაველზე. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოვრების ბოლომდე მას გაჰყვება 20 ივნისის ლაქა. სხვის ბოსტანში ქვის გადაგდებას ჰგავს ეს ყველაფერი, საკუთარ თავს მოსთხოვონ, რაც მოხდა“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)