|
2019-07-22 14:32:05, 1975 ნახვა
სამართალი
სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღების თაობაზე ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღების თაობაზე ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუ სარჩელის შეტანასთან ერთად ყადაღის დადება ხელახლა მოითხოვოს. „როგორც მოსალოდნელი იყო საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა რუსთავი 2-ის წილებზე ყადაღის დადებაზე. იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით - თითქოს, მოთხოვნა ყადაღის დადებაზე უნდა შეგვეტაანა სარჩელის შეტანასთან ერთად და ჩვენ სარჩელი ჩვენ ჯერ არ შეგვიტანია, ვაპირებთ. გვქონდა 10 დღის ვადა სარჩელის შესატანად. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, გადმოგვიგდო ეს უკან იმისთვის, რომ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღის დადება. ჩვენ გვაქვს არჩევანი - გავასაჩივროთ ეს განჩინება, თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე. ოთხშაბათ საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადიც წილების გასხვისებაზე აკრძალვაზე და ოთხშაბათ საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)