|
2019-07-22 11:56:07, 2065 ნახვა
სამართალი
გენპროკურორის მოადგილე: გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, რომ მოსამართლეობის კანდიდატად წარვმდგარიყავი
„ჩემმა გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა და სურვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარვმდგარიყავი“, - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძემ განაცხადა. მამუკა ვასაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია და გასაუბრებას გადის. „მოტივაციას რაც შეეხება, ჩემმა გამოცდილებამ, დაწყებული რიგითი გამომძიებლიდან, გაგრძელებული დღევანდელ პოზიციამდე, ასევე იმ პრაქტიკულმა უნარ-ჩვევებმა, რაც ამ კარიერული ზრდის პროცესში მივიღე, მომცა შესაძლებლობა, სურვილი და მოტივაციაც, რომ წარმომედგინა ჩემი თავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი უკვე გაიარა 9 კანდიდატმა, ესენია: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი, თამარ ბურჯანაძე, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, გრიგოლ გიორგაძე, გიორგი გოგიაშვილი, მირანდა ერემაძე. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)