|
2019-07-22 10:41:12, 2210 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 1 პირი დააკავა, რომელიც ირანის მოქალაქეს ფულის სანაცვლოდ ქართულ პასპორტს პირდებოდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა ირანის მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პასპორტის ოფიციალურად მიღებაში, რაშიც მოითხოვა 7 000 აშშ დოლარი. ბრალდებული დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის ნაწილის 440 ლარის აღების ფაქტზე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)