|
2019-07-21 20:49:52, 2064 ნახვა
სამართალი
იულია სუსლიაკის საქმეს უკრაინის გენერალური პროკურატურა გამოიძიებს
საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რადგან უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმე გაიგზავნა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და საქმე ფაქტობრივად აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, აღარ არსებობდა იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით 2019 წლის 19 ივლისს იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა, მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება და იმავე დღეს მიეცა შესაძლებლობა გამგზავრებულიყო უკრაინაში, სადაც იმყოფებიან მისი შვილები, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მან საქართველოს ტერიტორია დატოვა არა უკრაინის, არამედ აზერბაიჯანის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)