|
2019-07-21 14:10:18, 2147 ნახვა
სამართალი
შსს - იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. "უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის "დ" და "თ" საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი "ვახტანგისი"-ს გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით", - ამბობენ შსს-ში. იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, დღეს დილის 9-ის ნახევარზე იულია სუსლიაკი მატარებლიდან უკანონოდ გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს. ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი 19 ივლისს სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. პროკურორის თქმით, იმის გამო, რომ საქმის გამოძიება საქართველოში შეუძლებელია, ის გამოსაძიებლად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)