|
2019-07-20 12:39:15, 2544 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - „ტერორიზმი და იმპოსტერები“ გაიმართა. სწავლება ამერიკის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. სასწავლო კურსს ამერიკელი ტრენერები უძღვებოდნენ. სწავლების მონაწილეებმა,რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მსახურობენ, ცოდნა გაიღრმავეს, თუ როგორ ამოიცნონ და ქვეყანაში არ შემოუშვან ე.წ. „იმპოსტერი“ - პირი, რომელიც სხვისი სამგზავრო დოკუმენტის მეშვეობით ცდილობს ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და თავს ასაღებს, აღნიშნული სამგზავრო დოკუმენტის მფლობელად. ტრენინგის მიზანი იყო უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის და უსაფრთხოების მიმართულებით სასაზღვრო გამტარ პუნქტში მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება, ასევე, მათთვის საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა გურამ დავითაშვილმა ტრენინგის კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)