|
2019-07-19 16:43:05, 2819 ნახვა
სამართალი
პირი, რომელიც ლგბტ ადამიანის დაშანტაჟებას ცდილობდა, დააკავეს - „თანასწორობის მოძრაობა“
"თანასწორობის მოძრაობის" ინფორმააციით, პირი, რომელიც ლგბტ ადამიანის დაშანტაჟებას ცდილობდა, დააკავეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ ლგბტ თემის ერთ-ერთმა წევრმა მომართა, რომელსაც მისი ნაცნობი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით აშანტაჟებდა. "იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება მის უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა. დაზარალებულს ბრალდებულმა 2019 წლის 12 ივლისს მოსთხოვა, რომ მის ანგარიშზე 1000 ლარი ჩაერიცხა. დაზარალებულმა თანხის ნაწილი, 500 ლარი გადაურიცხა 12 ივლისს, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა გადაერიცხა 13 ივლისს საღამომდე. “თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა პოლიციას და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დააკავეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით, ან ორიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ბრალდებულს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 6 000 ლარიანი გირაო შეუფარდა", - ნათქვამია "თანასწორობის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)