|
2019-07-19 12:15:07, 2278 ნახვა
სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობაზე პრეტენზიას გამოთქვამს და ქიბარ ხალვაშს უჩივის
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის ახალ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს უჩივის. ოქრუაშვილის ადვოკატმა ხალვაშის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა. ყოფილი მინისტრი ქიბარ ხალვაშის წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს, ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ "რუსთავი 2"-ი მისი საკუთრებააა. ოქრუაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2016 წელს მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო. როგორც უფლებადაცველი ამბობს, იმ დოკუმენტის საფუძველზე, თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი პროცენტებთან ერთად უნდა გადაუხადოს. „შეგვაქვს სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა ყადაღის დადებაზე, გუშინ ქიბარ ხალვაში მიერ რეესტრში დარეგისტრირებული "რუსთავი2"-ის წილებზე. ეს არის მოთხოვნა, ყადაღის თაობაზე, სარჩელს შევიტანთ მომდევნო კვირაში და ეს უკვე იქნება ირაკლი ოქრუაშვილისთვის „რუსთავი2“-ისთვის გადაცემის მოთხოვნა. ამის საფუძველი არის შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაიდო, 2010 წელს ქალაქ ბერლინში, ეს არის ყველაფრის საფუძველი რომ ჩვენ არამარტო ყადაღა დავადოთ წილებს, დავიბრუნოთ ეს ქონება. 2004 წელს გვახსოვს,რომ ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა "რუსთავი2"-ის 100%, მაშინ ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე. არავისთვის უცხო არ არის, რომ ქიბარ ხალვაში არამხოლოდ "რუსთავი 2"-ის არამედ სხვა ბიზნესშიც წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს. დღეს ბევრია საუბარი იმაზე, რომ ეს დოკუმენტები ყალბია, ამას ამბობს პაატა სალიაც,რომელიც რა თქმა უნდა ტყუის, არსებობს დადასტურებული მტკიცებულება სამი ექსპერტისა, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტისა, რომ ეს არის ნამდვილი, ასევე ჩანიშნულია ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც არ ცხადდება ბატონი ხალვაში“, - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)