|
2019-07-19 11:26:27, 8381 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა საინფორმაციო ბრიფინგი და სწავლების ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ოპერაციები მოისმინა, უწყებათშორისი სწავლების მართვის პუნქტი დაათვალიერა და სასწავლო პროცესს უშუალოდ საკლასო ოთახებში გაეცნო. „შამქორი 2019“-ის სწავლება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სწავლება ბრიგადის დონის არის და მასში 310 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადები, 45-ე უზრუნველყოფის ბატალიონი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები, კიბერუსაფრთხოების ბიურო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, განათლების სარდლობა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა მონაწილეობენ. სწავლების ჩატარებას, ასევე, აქტიურად უჭერენ მხარს ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფის (VALIANT) წარმომადგენლები. სწავლების მიზანი უწყებათშორისი კოორდინაცია და თავდაცვის ძალების კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება, ასევე ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფების შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის დახვეწა, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების მართვა და კონტროლის განხორციელებაა. სწავლების სცენარის მიხედვით, კრიზისის ესკალაცია, თავდაცვითი ოპერაციები და კრიზისის დეესკალაციის გათამაშება ხდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)