|
2019-07-18 19:30:58, 2168 ნახვა
სამართალი
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებული სპეცრაზმელი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გირაოს გამოყენების შუამდგომლობით საქმის მოსამართლეს დაცვის მხაარემ მიმართა. გარდა ამისა, თავად სპეცრაზმელმა ბრალი ნაილობრივ აღიარა. ბრალდების მხარე სპეცრაზმელისთვის პატიმრობას ითხოვდა. როგორც პოკუორი განმარტავდა, ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. „საქმე გვაქვს იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან. მის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა იმაში, რომ საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას ახლო მანძილიდან დამიზნებით რეზინის ტყვია ფეხში ესროლა ორ ქალბატონს. ეს მოხდა ისეთ ვითარებაში, როცა ამ სახის და ინტენსივობის სპეციალური საშუალების გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა არ არსებობდა. შედეგად ორმა ქალბატონმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება. ბრალდების მხარის პოზიციაა რომ ბრალდებულის სათანადო ქცევას უზრუნველყოფს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება“, - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)