|
2019-07-18 10:13:31, 1458 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატთან გასაუბრება შედგება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მორიგი ეტაპი გაიმართება. საბჭოს წევრები დღეს, 11:00 საათიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: სააპელაციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს შოთა გეწაძეს,ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძეს და თბილისის სააპელაციო სამამართლოს მოსამართლეს გიორგი გოგიაშვილს მოუსმენენ. 19 ივლისს კი გასაუბრება დაგეგმილია თამარ ბურჯანაძესთან, მერაბ გაბინაშვილთან და მირანდა ერემაძესთან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება უკვე გაიარეს: ზურაბ აზნაურაშვილმა, თამარ ალანიამ და მირანდა ბერეკაშვილმა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს დღეს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. პროცესს აშუქებდა მედია. მიმდინარეობდა ონლაინ ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)