|
2019-07-17 15:42:52, 1611 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა - იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საბუთების მიღება დაიწყო
იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას. 17 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge საკვალიფიკაციო გამოცდა კი, 2019 წლის 31 ივლისს ჩატარდება. დამატებით ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონული მისამართზე. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება შემდეგ დისციპლინებში: • საკონსტიტუციო სამართალი; • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; • სისხლის სამართალი; • სისხლის სამართლის პროცესი; • სასჯელაღსრულებითი სამართალი; • ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები. სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა, ელექტრონულად წარსადგენი დოკუმენტები, პროგრამა და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.tcj.gov.ge/ka/news/490/
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)