22:04 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 15:40:58, 1783 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 13 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ა.მ. და ო.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.მ.-მ და ო.ს.-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 116,8918 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი", რომელიც 2018 წლის 16 ნოემბერს ასევე ჯგუფურად ქ.გარდაბანში,  უკანონოდ გაასაღეს მოქალაქეზე.

სამართალდამცველებმა ა.მ. და ო.ს. შემთხვევის ადგილზე  დააკავეს.  მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მე-3 ნაწილის „ა" და „ბ", მე-5 ნაწილის „ა" და „ბ" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით წარედგინათ  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.მ. და ო.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად ა.მ.-ს 13 წლით, ხოლო ო.ს-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics