|
2019-07-17 15:29:27, 2032 ნახვა
სამართალი
შსს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 3 პირის ძალადობრივი ქმედებების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 3 პირის ქმედებების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კადრებში ჩანს ც.ც. ს.ბ და ლ.ჯ. როგორ ესხმიან სამართალდამცავებს თავს და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებაში. „კადრებში ჩანს 1974 წელს დაბადებული ც.ც. თავს დაესხა სამართალდამცველებს, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში; 1994 წელს დაბადებულმა ს.ბ.-მ სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში; 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ. სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)