|
2019-07-17 10:02:12, 1326 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას დღეიდან იწყებს. გასაუბრება 11:00 საათზეა ჩანიშნული. პირველ ეტაპზე შერჩეული 50 კანდიდატიდან გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი გაივლის. „მოსმენა თითოეულ კანდიდატთან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. გასაუბრების დაწყებამდე მოისმენენ კანდიდატის ბიოგრაფიულ მონაცემებს; ამის შემდეგ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კითხვებს დასვამენ, რომელიც შეძლებისდაგვარად ერთნაირი სირთულის უნდა იყოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარბაზში პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გასაუბრების პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისაღებში განთავსებულ სპეციალურ მონიტორზე გადაიცემა, რომლის საშუალებითაც მედიის წარმომადგენლებს გადაღების შესაძლებლობა ექნებათ, ასევე - ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პროცესს დააკვირდეს. გარდა ამისა, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის ვიდეო ოქმები“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)